სიახლეები

სიახლეები

დაფნის მწარმობელთა ასოციაციამ ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გამართა (ფოტო)

დაფნის მწარმობელთა ასოციაციამ ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გამართა (ფოტო)

ივლისი 14, 2022

ზუგდიდში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში სასტუმრო ლეთოში საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამ ფერმერებთან და ასოციაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში სამეგრელოში არსებული დაფნის წარმოების ზოგადი მდგომარეობისა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.

ასოციაციის დამფუძნებლის, დავით კუტალიას თქმით მსგავსი ტიპის შეხვედრები ერთ – ერთი მიზანია დაფნის პოპულარიზაცია და მათი საექსპორტო პროდუქციის ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესება.

სამუშაო შეხვედრა ორ ეტაპად ჩატარდა, სადაც ასევე გაიმართა საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ახალი ვებგვერდის და ლოგოს პრეზენტაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოამადგენლები.

სხვა სიახლეები