სიახლეები

სიახლეები

ღია წერილი საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს

ღია წერილი საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს

თებერვალი 6, 2023

,,გაცნობებთ, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაფნის მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, განსაკუთრებული ქართული პროდუქტებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მიზნით, მომზადდა რეგულაციები, რომელიც წარედგინა საქპატენტს’’, – ასე იწყება წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამ ორგანიზაციის წევრებს გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ საქპატენტმა განიხილა აღნიშნული დოკუმენტი და 2022 წლის 30 აგვისტოს, დაარეგისტრირა დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ,,ქართული დაფნა’’ .

წერილის ადრესატთა შორის არიან:

  1. ავთანდილ ჯღარკავა
  2. გიორგი ნადარაია
  3. დავით კუტალია
  4. დიმიტრი ქებურია
  5. თეა კვაშილავა
  6. თეიმურაზ გოგოხია
  7. თემურ ვეკუა
  8. ივანე ჯალაღონია
  9. ისააკ წულეისკირი
  10. იურა შამათავ
  11. მალხაზ ფაცაცია
  12. მამუკა ბუკია
  13. მამუკა სარჩიმელია
  14. ჟუჟუნა ლომაია
  15. ჯონი ფარცვანია

ასოციაციის მიერ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ  შესაბამისი რეგულაციის დამცველ საწარმოებს და ფერმერებს შეეძლებათ საექსპორტოდ თუ ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ შეფუთვაზე დაიტანონ გეოგრაფიული აღნიშვნა – ,,ქართული დაფნა’’.

ამასთანავე,  დაფნის პროდუქციის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება, ხელს შეუწყობს დაფნის მწარმოებლებს და იმპორტიორებს გაზარდონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია და მოახდინონ დაფნის ბაზრის დივერსიფიცირება.

უფრო ვრცელი ინფორმაცია, მათ შორის, რეგულაციის მოთხოვნების შესახებ, იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე – geodafna.ge’’, –  ნათქვამია წერილში.

სხვა სიახლეები