სიახლეები

სიახლეები

საქპატენტის გეოგრაფიული აღნიშვნების სიას  „ქართული დაფნა“  დაემატა

საქპატენტის გეოგრაფიული აღნიშვნების სიას „ქართული დაფნა“ დაემატა

დეკემბერი 14, 2022

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაფნის მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, განსაკუთრებული ქართული პროდუქტებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მიზნით, მომზადდა რეგულაციები, რომელიც წარედგინა საქპატენტს.

საქპატენტმა განიხილა აღნიშნული დოკუმენტი და 2022 წლის 30 აგვისტოს, დაარეგისტრირა დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ,,ქართული დაფნა’’ .

შესაბამისი რეგულაციის დამცველ საწარმოებს და ფერმერებს შეეძლებათ საექსპორტოდ თუ ადგილობრივი ბაზრისთვის  განკუთვნილ შეფუთვაზე დაიტანონ გეოგრაფიული აღნიშვნა – ,,ქართული დაფნა’’.

დაფნის პროდუქციის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება, ხელს შეუწყობს დაფნის მწარმოებლებს და იმპორტიორებს გაზარდონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია და მოახდინონ დაფნის ბაზრის დივერსიფიცირება.

უფრო ვრცელი ინფორმაცია, მათ შორის, რეგულაციის მოთხოვნების შესახებ იხილეთ მიბმულ ფაილში.

სხვა სიახლეები