ასოციაცია დაფუძნდა 2019 წლის 20 აგვისტოს, 4 (ოთხი) ფიზიკური პირის მიერ. ასოციაციის მიზანია საქართველოში დაფნის წარმოების განვითარება, დარგში წარმოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობის გზით. ასოციაცია საქმიანობს წესდების მიხედვით. ახალი წევრების მოზიდვის და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაცია დარგის სპეციალისტებთან და დაფნის მწარმოებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუშაობს სერვისების დიზაინზე, რაც ასოციაციიდან მიღებულ სარგებელს მაქსიმალურად ეფექტიანს გახდის თავისი წევრებისთვის და შესაბამისად ხელს შეუწყობს ასოციაციის, როგორც მდგრადი ორგანიზაციის შეუფერხებელ საქმიანობას.