სიახლეები

სიახლეები

დაფნის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი დავით კუტალია ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა (ფოტო)

დაფნის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი დავით კუტალია ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა (ფოტო)

ივლისი 30, 2022
საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციამ ადგილობრივ მეწარმეებთან დღეს მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ასოციაციის დირექტორმა დავით კუტალიამ ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად გააცნო ის სარგებელი და პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს მათ ერთობლივ წარმატებულ საქმიანობას.
სამუშაო შეხვედრის ერთ – ერთი მონაწილის სოფო კვაშილავას შეფასებით, პროექტში ბევრად მეტი მეწარმის და ფერმერის ჩართვაა საჭირო.
,,რა თქმა უნდა ვგეგმავ გავხდე ამ ასოციაციის წევრი, ასოციაციის არსებობა აუცილებელია და მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და მეწარმეებისთვის. ახლა დაფნა ცუდ მდგომარეობაშია, უხარისხოა, დადგა საჭიროება რომ იყოს ეს პროდუქტი ხარისხიანი, როცა ხარისხიან დაფნას აწარმოებ ექსპორტის პრობლემა არცერთ ქვეყანაში არ გაქვს, თუ არ აწარმოებ ხარისხს მოგიწევს ისევ რუსეთთან კავშირი და მათი პირობებით თამაში. მე აუცილებლად უნდა გავიდე ექსპორტზე ბიოპროდუქციით’’, – აცხადებს დაფნის მწარმოებელი სოფო კვაშილავა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა.

სხვა სიახლეები