სიახლეები

სიახლეები

რა დაავადებებს კურნავს დაფნა

რა დაავადებებს კურნავს დაფნა

მაისი 27, 2024

1. დაფნის ნაყენი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. ნაყენი ამცირებს სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს. დაფნ­აში შემავალი ანტიოქსიდანტები 30 დღის განმავლობაში უწყობენ ხელს სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებას.

2. ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. დაფნის ჩაი დაგეხმარებათ მეტეორიზმის, ყაბზობისა და გულძმარვის დროს.

3. ფიტოელემენტები, რომლებსაც ეს მცენარე მრავლად შეიცავს, ამცირებს გულის შეტევის რისკს და ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

4. გაციების დროს შეგიძლიათ დალიოთ დაფნის ჩაი. მას შეუძლია რესპირატორულ ინფექციებს შესანიშნავად გაუმკლავდეს. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 2-3 დაფნის ფოთოლი, გააჩერეთ 10 წუთით და მიიღეთ. ის დაბლა სწევს სიცხეს, ამცირებს ხველას და გაციების სხვა სიმპტომებს.

5. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დაფნის ზეთი ანთების საწინააღმდეგოა, ებრძვის დაჭიმულობას, ართრიტს, რევმატიზმს. თავის ტკივილისა და შაკიკის დროს დაფნის ზეთი შეიზილეთ საფეთქლებზე და დაიმასაჟეთ.

6. დაფნა ქალურ პრობლემებსაც უმკლავდება. მენსტრუაციული პრობლემები და მისი დარეგულირება მას შეგიძლიათ მიანდოთ. ძალიან კარგია ვაგინალური პრობლემებების დროსაც.

7. დაფნის ჩაი უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

8. ებრძვის ცხვირიდან სისხლდენას.

9. ასუფთავებს კბილებს. დაფნის ფხვნილით გაიხეხეთ 3 დღეში ერთხელ კბილები და შედეგით გაოცდებით.

10. მწერის ნაკბენის დროს შეგიძლიათ შეიზილოთ დაფნის ზეთი, თავიდან აგარიდებთ გაღიზიანებას.

11. მისი ნახარში თირკმლის ანთებისა და კენჭების დროს აქტიურად გამოიყენება.

12. კანისთვის კი იდეალურია დაფნის ნიღბები.

დაფნის ფოთოლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა. ის მდიდარია ფიტონციდებით. ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით მას ორგანიზმიდან წიდის გამოდევნისა და იმუნიტეტის ამაღლების საოცარი უნარი აქვს.

დაფნა ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სახსრის პათოლოგიებით დაავადებულთათვის, წარმატებით გამოიყენება სტომატიტისა და პირის ღრუს სხვა ანთებითი დაავადებების დროს (რეკომენდებულია მისი გაღეჭვა).

ნაყენის მომზადების წესი

300 გ წყალში ჩავალაგოთ დაფნის ფოთლები, წამოვადუღოთ და თბილად შევინახოთ, გადავწუროთ და მივიღოთ ცოტ-ცოტა დღის განმავლობაში, ასე 3 დღე. 2-3 კვირის გამოტოვებით გავიმეოროთ სამდღიანი კურსი. 2 კურსის შემდეგ სახსრების ტკივილი, შებოჭილობა მოგეხსენებათ.

შაქრიანი დიაბეტიანებისათვის ასე უნდა მომზადდეს:

  • აიღეთ 30-40 ფოთოლი. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 20-30 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე და დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. დაფნის ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია, მაგრამ აქვს შემკვრელი ეფექტი. ასეთი ნაყენის მიღებისას ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს კვების რაციონს: მიიღოს ქლიავი, ჭარხალი, ნაყენიც მცირე დოზით მიიღოს, რათა ორგანიზმმა შეგუება შეძლოს.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც გაგიქრობთ ვარიკოზს, მუხლის ტკივილს, მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ და სამუდამოდ დაგავიწყებთ თავის ტკ­ი­ვ­ილს.

დაფნის დადებითი თვისებებია:

  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ასუფთავებს სისხლძარღვებს.

რეცეპტის მოსამზადებლად დაგვჭირდება 30 გ დაფნის ფოთოლი და 250 მლ ზეითუნის ზეთი. ჩავყაროთ ფოთლები კონტეინერში და დავასხათ ზეთი. კარგად მოვხუფოთ და შევინახოთ 14 დღით მშრალ და ბნელ ადგილას. დროდადრო შევანჯღრიოთ ხოლმე. 2 კვირის შემდეგ გადავწუროთ ზეთი ბოთლში.

ზეთის სასარგებლო თვისებები:

1. წავისვათ და კარგად შევიზილოთ მტკივან მუხლზე;

2. ყურის ტკივილის დროს ჩავიწვეთოთ 1-2 წვეთი;

3. თავის ტკივილის დროს დავიზილოთ საფეთქლის ადგილები;

4. ზეთი ჩაანაცვლებს ასპირინს, მხოლოდ 1ჩ/კ-ია საჭირო ნებისმიერი ანთებითი პროცესის ჩასაქრობად;

5. ზეთი აუმჯობესებს მადას;

6. ზეთი შესანიშნავად აქრობს ჩირქოვან გამონაყარს.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება

როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გამელოტების მიზეზი შესაძლოა გენეტიკური დაავადებები იყოს. ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება. სინამდვილეში, გენები წყვეტს, როდის დაგეწყებათ თმის ცვენა. თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს და წამლების მიღებამ გამოიწვიოს. განსაკუთრებით, მას იწვევს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, ართრიტის, მაღალი წნევისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ასევე А ვიტამინის დიდი დოზით მიღება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თმის ცვენის საწინააღმდეგოდ იყენებენ ბუნებრივ მეთოდებს, მათ­გან განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა დაფნის ფოთოლი.

საერთოდ, დაფნას მედიცინაში აქტიურად იყენებენ. დაფნის ფოთოლიც და ცხიმიც ჯანმრთელობისთვის ძლიერ სასარგებლოა. დაფნა ანტისეპტიკური საშუალებაა და ამდენად, საპნის დამზადებაში ხშირად იყენებენ დაფნის ფოთლის ცხიმს.

დაფნის ფოთლის ცხიმისგან დამზადებული საპნის სასარგებლო თვისებები:

1. აჩერებს თმის ცვენას და აქრობს ქერტლს;

2. ანადგურებს თავის კანზე არსებულ სოკოს;

3. ეფექტურია ვარიკოზული დაავადებების სამკურნალოდ;

4. აშორებს თავზე გაჩენილ მუწუკებს;

5. თმებს ეხმარება სუნთქვაში.

გარდა ამისა, თუ გახშირებული თმის ცვენა გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ დაფნის ფოთლით თავის დაბანა. ამისთვის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაფნის ფოთლები და შემდეგ ამ წყლით დაიბანეთ თმა. შედეგისთვის ეს მეთოდი სცადეთ კვირაში 3-ჯერ მაინც და, რა თქმა უნდა, არ გადაივლოთ წყალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფნის ფოთოლს ეფექტი არ ექნება.

შენიშვნა: დაფნის ფოთლის ნახარშით დაბანილ თმას სუნი არ აქვს, ამიტომ ამ საკითხზე ნუ ინერვიულებთ. რეკომენდებულია კვირაში 3-4-ჯერ დაბანა.

წყარო: mkurnali.ge

სხვა სიახლეები