სიახლეები

სიახლეები

საქართველომ დაფნის ფოთლის ექსპორტით ₾18.2 მილიონის შემოსავალი მიიღო

საქართველომ დაფნის ფოთლის ექსპორტით ₾18.2 მილიონის შემოსავალი მიიღო

სექტემბერი 26, 2026

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 18.2 მილიონი დოლარის ღირებულების 4.5 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რაოდენობა 18%-ით (680 ტონა), ხოლო ღირებულება 15%-ით (2.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (69%), რუსეთი (17%) და უზბეკეთი (6%).

8 თვის სტატისტიკას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

სხვა სიახლეები