საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 7 თვეში ქართული დაფნის საექსპორტო მაჩვენებელი წლიურად 51%-ით შემცირდა, თუ გასულ წელს 7 184 ტონა პროდუქცია გაიყიდა, წელს ეს ციფრი 3 529 ტონამდე ჩამოვიდა.
მიუხედავად მოცულობის შემცირებისა, აღსანიშნავია ფასის ზრდა, 1 კგ დაფნის საშუალო საექსპორტო ღირებულება 3.8$-დან 4.2$-მდე გაიზარდა.
ინფორმაციისთის, ჩინეთი კვლავ რჩება მთავარ პარტნიორად, თუმცა აქ ექსპორტი 60%-ით არის შემცირებული.
საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან რუსეთი, უკრაინა, უზბეკეთი და მოლდოვა. პროდუქციის საერთო ღირებულებამ იანვარ-ივლისში 14.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ტოპ-5 საექსპორტო ქვეყანა:
ჩინეთი ($9.68 მლნ)
რუსეთი ($3.56 მლნ)
უკრაინა ($764.8 ათასი)
უზბეკეთი ($222.9 ათასი)
მოლდოვა ($78 ათასი)